LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრიპიც და გაციებაც ვირუსული დაავადებებია, არანაირი ანტიბიოტიკი მათ არ უშველის…“

2545
nia-xachapuridze-news343454

პროფესიით ექიმი ნია ხაჭაპურიძე, რომელიც სამედიცინო განათლებას გერმანიაში იღებს, გრიპისა და ზოგადად, ვირუსების, ანტიბიოტიკების მოხმარებასა და სხვა საინტერესო თემებზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

– გრიპი (flu, influenza) არის ვირუსული დაავადება (რამე ზოგადი ფენომენი კი არაა, დაავადების სახელია. ყბაყურა ჰო არის კონკრეტული ვირუსული დაავადება, ჰოდა გრიპიც ეგრე და იწვევს კონკრეტულად გრიპის ვირუსი)

– უბრალო/ჩვეულებრივი გაციებაც (common cold) არის ვირუსული დაავადება, თუმცა უფრო ზოგადია, იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული ვირუსი არ აქვს – ბევრნაირი ვირუსი იწვევს მაგ სიმპტომებს.

– გრიპი არის საკმაოდ საშიში დაავადება და შეიძლება დასრულდეს სიკვდილით, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში (ბავშვები, მოხუცები, ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონეები)

– გაციებას ბევრი ვირუსი იწვევს და ზოგი საერთოდ არაა საშიში, ზოგი ცოტა მეტად – ჯამში გაციება მაინცდამაინც საშიში არაა და ბევრად იოლად გადაიტანება

– გრიპის და გაციების სიმპტომები ემთხვევა ერთმანეთს (თუმცა გრიპი უფრო გაძლიერებული და მძიმე ვერსიაა), ამიტომ სინონიმებად ვიყენებთ ხოლმე, გრიპი მაქვს/გავცივდი – ამ დროს სულ სხვადასხვა რამეა.

– გაციება რადგანაც ასე არასაშიშია და ადამიანების უუუუუუუუუუუუმრავლესობა ისე გადაიტანს, ვითომც არაფერი, არც ვაქცინა არსებობს ამისთვის და არც სპეციალური წამალი

– გრიპი რადგანაც შედარებით საშიშია, ვაქცინაც არსებობს და სპეციალურად გრიპის ვირუსის წამალიც (ტამიფლუ).

ოღონდ ეგ წამალი ინიშნება ექიმის მიერ იმიტომ, რომ ასკილის ჩაი კი არა, ძლიერი ანტივირუსული მედიკამენტია

– რადგანაც გრიპიც და გაციებაც ვირუსული დაავადებებია, არანაირი ანტიბიოტიკი მათ არ უშველის. ამის შანსი და გამონაკლისი არ არსებობს. სოკოს წამლით ჰო არ ხოცავთ სახლში ვირთხებს? ჰოდა, ეგრეა ეგეც. ანტიბიოტიკი მაშინ ინიშნება, თუ ექიმს შესაბამისი სიმპტომების და ანალიზების არსებობისას ეჭვი უჩნდება, რომ ვირუსს ბაქტერიული ინფექცია დაერთო თან და იმ ბაქტერიას სჭირდება ეს ანტიბიოტიკი. და არა, მესამე დღეა სიცხე მაქვს და ყელი მტკივა – არ ნიშნავს, რომ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი გჭირდებათ, ეგეც ვირუსულია თავისუფლად. და არა, არც ბრონქიტი არ ნიშნავს რომ ბაქტერიაა, ბრონქიტების უმრავლესობა ვირუსულია. უი კიდე, სტრეპტოციტი ანტიბიოტიკია. ანუ ისეთივე წარმატებით დახოცავს ვირუსებს, როგორც სხვენში ვირთაგვებს

– გრიპი არის ძაან ცუდი ვირუსი – ყოველ წელს იცვლება და მერე ჩვენი იმუნიტეტი ვეღარ ცნობს და გვემართება (წითელა მაგალითად არ იცვლება, შესაბამისად ერთხელ რომ გადაიტან ან აიცრები, მერე აღარ გემართება იმიტომ, რომ იმუნიტეტს ახსოვს სულ)

– გრიპის ვირუსს აქვს ორი გლახა ტიპი: A და B. და ამ წუთას ბუნებაში გავრცელებულია A ტიპის რამდენიმე ქვეტიპი და B ტიპის რამდენიმე ქვეტიპი. და ეგენი ტრიალებენ (შარშანაც და წელსაც და შარშანწინაც ეგენი იყვნენ, უბრალოდ ცოტ-ცოტა იცვლებიან, როგორც ვთქვი).

– ამ სულ ცვლილების გამო, ერთი მუდმივი აცრა ვერ იარსებებს და ვაქცინა იქმნება ყოველ წელს თავიდან – გაზაფხულზე წინასწარმეტყველებენ მეცნიერები, შემოდგომაზე რომელი ვირუსები იტრიალებს და იმათთვის ქმნიან ვაქცინას წინასწარ (ა და ბე ტიპების ყველაზე გავრცელებული ვარიანტები რომ შედიოდეს შიგ, ისეთს)

– იმის გამო, რომ ვაქცინა ყოველ წელს თავიდან და პროგნოზების საფუძველზე იქმნება, იგი არასდროსაა 100%ით ეფექტური (ზოგჯერ რაღაცა ისეთ არაპროგნოზირებად ცვლილებას მოსცხებს ხოლმე გრიპის ვირუსი შემოდგომაზე, ცოტა მიზანს ვცდებით). მაგრამ ნუ 40-60%ით თუ შეამცირებს გრიპის დამართების ან რთული მიმდინარეობის რისკს, ცოტაა?

– იმუნიტეტი გამომუშავდება აცრიდან 2 კვირაში, ანუ იმ ორი კვირის განმავლობაში ჩვეულებრივად შეიძლება გრიპი დაგემართოთ

– ე.წ. ღორის გრიპი (ზუსტი სახელია H1N1) მიეკუთვნება A ტიპს. ღორისა იმიტოა და გვზარავს, რო ასეთი რამე მოხდა: ადამიანის გრიპის ვირუსს შეუყვარდა ღორის გრიპის ვირუსი და გააჩინეს შვილები (შეეჯვარნენ ნუ). და საბოლოოდ მივიღეთ ისეთი უცნაურობა გრიპის შტამი, ადამიან-ღორული რო კაციშვილის იმუნიტეტმა ვერ იცნო და ყველას დაემართა. ამიტომაც მოედო მსოფლიოს და ეპიდემია კი არა, პანდემია იყო მგონი. ახლაცაა ეგ ვირუსი, მარა მაშინდელთან შედარებით ნაკლებად საშიშია, იმიტომ, რომ იმის მერე გაიცნეს ჩვენმა იმუნიტეტებმა და მეტ-ნაკლებად მომზადებულები ხვდებიან ინფექციას (ვირუსის გაცნობა ხდება თუ დაგემართა მაშინ, ან თუ აიცერი). ასე რომ ამ წუთას ღორის გრიპის პანდემია და ეპიდემია აღარაა, მაგრამ ნუ მაინც ოხერი ნაჯვარი ძაღლიმამაძაღლი ვირუსია და შედარებით რთულადაც მიმდინარეობს.

– და კიდევ ერთხელ: აცრა იქმნება კონკრეტულად გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. გაგიგიათ, ცოფის აცრა წითელასგან იცავდეს? ჰოდა, რადგანაც არა, გრიპის აცრაც ვერ დაგიცავთ გაციების გამომწვევი სხვა ვირუსებისგან. შესაბამისად, გრიპის აცრა გავიკეთე და მაინც გავცივდი – ჰო, ნუ ბუნებრივია, გაციებას გრიპის აცრამ რა უნდა უყოს? ყოვლისშემძლე კი არაა.

– გრიპის აცრა გაკეთებული მაქვს, ფეხებს ვერავინ მომჭამსო და ვიღაცა გრიპიანს ცხვირი მიუშვიროთ, ეგრეც ნუ იზამთ – 100%-ით ეფექტური არაა ეგ აცრა და არ უწერია ინსტრუქციაში, აწი რაც გინდათ ის ქენით და ვირუსებს არ მოერიდოთო

– გრიპია თუ გაციება, ორივე არის ვირუსული, ორივე არის გადამდები და ორივეს უნდა მოერიდოთ

– ორივე არის ჰაერწვეთოვანი, შესაბამისად ვრცელდება დაცემინებისას და დახველებისას გამოყოფილი პატარა, ვირუსების შემცველი წვეთუნებით

– შესაბამისად, ყოველთვის როცა ხელის აუფარებლად აცემინებთ და ახველებთ, ჰაერში და საგნებზე და ადამიანების ცხვირპირებზე აფრქვევთ მაგ ვირუსიან წვეთებს და მერე ისინი შეისუნთქავენ (ან იმ საგნებს კიდებენ ხელს და ცხვირთან მიაქვთ)

– შესაბამისად, დაცემინება/დახველებისას ყოველთვის უნდა აიფაროთ ხელი – ოღონდ არა მტევანი, იმიტორო მაგას მერე ყველაფერს გაუსვამთ. უნდა აიფაროთ იდაყვი, იმიტომ რომ იდაყვს არ მოჰკიდებთ მერე კარის სახელურს. უნდა ქნათ ყოველთვის, რათა ჩვევაში გადაგივიდეთ და მერე ავტომატურად იდაყვი იფაროთ ხოლმე (ამწუთას ზოგს საერთოდ არ აქვს ეგ ჩვევა და უმრავლესობა ხელის მტევნებს იფარებს და მერე ყველაფერს ეხება მაგით)

– უნდა დაიბანოთ ხელები უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ – იმიტორო ვიღაცამ ხელაუფარებლად მიაცემინა ყველაფერს და თქვენ ხელი მოჰკიდეთ. უნდა დაიბანოთ საპნით და წყლით, სადეზინფექციო საშუალებებზე ბევრად ეფექტურია მამაპაპური საპონი და წყალი (რას მეესწარი ნია ხაჭაპურიძეეე;დ)

– უნდა ეცადოთ, რომ სხვა ადამიანების ნასუნთქ ჰაერს მოერიდოთ – ანუ გაანიავოთ სახლი ხშირად და მოერიდოთ დახურულ სივრცეებს, სადაც ბევრი ადამიანია და ყველგან აფრქვევენ ამ ვირუსულ ნაწილაკებს

– სიმპტომები რომ გაქვთ, უნდა დარჩეთ სახლში და მარტო იმიტომ, რომ წამალი დალიეთ და სიცხემ დაგიწიათ, არ ნიშნავს, რომ გადამდები აღარ ხართ. განსაკუთრებით მოერიდეთ რისკ-ჯგუფის ადამიანებს (ბავშვებს, მოხუცებს,ორსულებს. ა.შ.). თქვენ შეიძლება ადვილად გადაიტანოთ და ის ადამიანი მოკვდეს, იმიტომ, რომ იმუნიტეტი აქვს ცუდი ან რამე სხვა დაავადება აქვს და გაურთულდება. გაციებული ვარმ ვირუსი არ მაქვს და ვირუსი მაქვსმ გაციებული არ ვარ – აი, ეს ფრაზები ამოაგდეთ. გრიპიც ვირუსია და გაციებაც, ორივე გადამდებია და ორივეს ქონისას ძალიან დიდი უკულტურო და უპასუხისმგებლო საქციელია, სიმპტომების მქონე ადამიანის კონტაქტი და კიდეუარესი, კოცნა-პროშნა ბავშვთან, ორსულთან, მოხუცთან და ასე შემდეგ.

– ნიღბებზე რა ვიცი, თუ გიკეთიათ, სწორადაც უნდა გეკეთოთ და ორ საათში ერთხელ იცვალოთ, როგორც ვიცი. მთლიანად, კარგად უნდა ფარავდეს ცხვირ-პირს და მყარი კიდე რომელიც აქვს, ეგ უნდა იყოს ცხვირზე მოჭერილი (რო დაცემინებისას გამოსასვლელი ადგილები არ ჰქონდეთ ნაწილაკებს). ნიღაბს რომ გაიკეთებთ, უნდა იყოს ეგრე გამოცვლამდე ეგრე და მოხსნა, ისევ გაკეთება, შეხება, ცხვირ-პირზე ხელების მიდება და მერე სხვაზე შეხება – ნუ აბა რაღა დაცვაა. ყოველ შემთხვევაში, ნიღაბი ხელების ხშირი დაბანის ჩამნაცვლებელი არაა (თქვენც გეხებათ და ბავშვებსაც)“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g