საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა. განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.
„საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 ნოემბრის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულ იქნა საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.