LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიში – რა გადაუჭრელი პრობლემები აქვს საქართველოს

357
BeFunky-collage (18) (1)

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის, ყოველწლიური, 30-ე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ რამდენიმე პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემაზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა.

Human Rights Watch 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების პროტესტი პარლამენტში რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია.
„20 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროტესტის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა, სხვა მხრივ შეკრებილები დიდწილად არაძალადობრივები იყვნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პოლიციამ თავშეკავება გამოიჩინა, დაახლოებით შუაღამეს მათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და შეკრებილი ადამიანები დააკავეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი. ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება თავზე, ფეხებსა და ზურზე. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

2019 წლის ქართული საზოგადოება დემოკრატიულ ქვეყანაში – წლის შეჯამება

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის საკითხი დიდწილად ცალმხრივად დააყენა. საუბარი არის ასევე გამოძიების დაწყებასა და ბრალის წაყენების ფაქტებზე. თუმცა აქვე უთითებს, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული მომიტინგის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა, მაგრამ სამივე მათგანი გირაოთი გამოუშვეს.

ორგანიზაცია სახალხო დამცველის აპარატის საქმეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაზე, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა. „სექტემბრისთვის ომბუდსმენის აპარატმა მიიღო 54 საჩივარი ციხის პერსონალის ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას 52 საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ შემთხვევაზე არ განხორციელებულა,“ – ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას. ორგანიზაციის განმარტებით არსებული სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.

„მაგალითად, მანგანეცის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, ღამის ჩათვლით, გადაბმულად 15 დღე, რაც იწვევს გადაღლას და ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და დაშავების ალბათობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად ქვეყანაში გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით დაიღუპა 36 და დაშავდა 107 ადამიანი.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მიმდინარე პრპოცესები შეისწავლა, რომელიც ახალი წლის ანგარიშში მოხვდა. აღნიშნულ კვლევაში 100- მდე ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური და  ეკონომიური მდგომარეობის შეისწავლა და შეფასება მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g