საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული მარიამ მამარდაშვილი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მამარდაშვილმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში ევროვიზიის ქართულ დელეგაციასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა 239 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა, მეორე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი 232 ქულით გავიდა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი იტალია გახდა, 209 ქულით.
საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა, მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ყვეყანას არ ჰქონია.
გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.
2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მალტის დედაქალაქი ვალეტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა ქართველ ხალხს გადავუხადო,მათ მხარდაჭერას მთლიანად კონკურსის განმავლობაში ვგრძნობდი.ვეცდები, მომავალში იმედები არ გავუცრუო მათ. რაც შეეხება ჩემს გამარჯვებას, სიტყვები არ მყოფნის, ნამდვილად მოულოდნელი იყო“ – განაცხადა მამარდაშვილმა.
„რა თქმა უნდა, გვქონდა გამარჯვების იმედი, თუმცა რეალობის წინაშე როცა დავდექით, ნამდვილად დაუჯერებელი იყო, ემოციებიდან მთელი შემოქმედებითი გუნდი ჯერ ვერ გამოდის, ესაა დიდი წარმატება, რომლითაც საქართველომ უნდა იამაყოს,“ – აღნიშნა ნათია უზნაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროვიზიის პროდიუსერმა.
