LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი მოკრძალებული ქორწილის გადახდას გეგმავს

320

ადელი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია.

უკანასკნელი მონაცემებით მისი წლიური შემოსავალი 100 მილიონ დოლარს აღემატება. ცნობილი ხდება, რომ მომღერალი და მისი ბოიფრენდი, საიმონ კონეკი საკმაოდ მოკრძალებული ქორწილის გადახდას გეგმავენ.

წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მათ არ სურთ ტრადიციული ცერემონია, რადგან ადელს სრულიად აკმაყოფილებს მცირე ღონისძიება, რომელიც მხოლოდ ორისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა, მომღერალს სურს, რომ ამ დღეს მასთან მისი ბევრი ახლობელი და მეგობარი იყოს, ამიტომ ქორწილში სავარაუდოდ ბევრი სტუმარი იქნება.

როდის შედგება ადელის ქორწილი, ჯერჯერობით უცნობია. მომღერლის გრანდიოზული მსოფლიო ტურნე ცოტა ხნის წინ დასრულდა და ამ დროისთვის ის ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g