LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა სუბლატმა და მაკა ჩიჩუამ ერთ პროექტში მიიღეს მონაწილეობა

527

ნინა სუბლატი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად სანტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს:

„საქართველოს პირველმა ლედიმ – მაკა ჩიჩუამ & მე რამდენიმე დღის წინ, დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი“მივიღეთ მონაწილეობა. სულ შვიდნი ვიყავით, ანუ 6 ძალიან საინტერესო ქალი გავიცანი და მონაწილეობით დიდად ნასიამოვნები დავრჩი. სპექტაკლის წარმდგენი იყო „ქალთა ფონდი საქართველოში“. „7“ ემსახურება რას თუ არა ქალთა დახმარებას, მათთვის სტიმულის მიცემას და მოტივირებას, რომ ხმა ამოიღონ ძალადობაზე, შევიწროვებაზე და გენდერულ უსწორ-მასწორობაზე, რაც მთელ მსოფლიოში ხდება.

„7“ მსოფლიოს 32 ქვეყანაში დაიდგა და სხვათა შორის პერსონაჟი, რომლის ისტორიასაც მე ვკითხულობდი, ერთ დროს მერილ სტრიპს წაუკითხავს. ყველა ჩემს გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ შევძელი მათი მოწვევა ამ საღამოზე, ღონისძიებას, სამწუხაროდ, რამდენიმე დღით ადრე შევუერთდი და არც ერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი, ამიტომაც მხოლოდ ფოტოს გთავაზობთ)))“

15207900_10209904277576667_131157964_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g