Dodge Ram–ის მძღოლი ისლანდიაში მოგზაურობის დროს გაყინულ ტბაში ჩავარდა. მის დასახმარებლად კროსოვერთა ჯგუფი მივიდა.
სპეც–ოპერაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი ერთ–ერთმა მაშველმა გადაიღო და მოგვიანებით გაავრცელა კიდეც. ვიდეოში 9 ყველგანმავალი მაინც ჩანს, მათ შორის რამდენიმე Toyota Land Cruiser, Toyota Tacoma და Ford F-150.
ყველა ავტომობილი ერთმანეთთან ჯაჭვებით იყო დაკავშირებული და Ram–ის ამოყვანას ასე ცდილობდა.
სამწუხაროდ, ჩანაწერში არ ჩანს თუ როგორ ამოიყვანეს ავტომობილი ყინულიდან. თუმცა, თუკი მიმდინარე პროცესით ვიმსჯელებთ, ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო.