LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პარლამენტში შესვლას ითხოვდა დაახლოებით 30-40 კაცი, რომელთაც წინ მიუძღვოდა ირაკლი ოქრუაშვილი” – პროკურორი

143
1564075607041660

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმის მორიგი პროცესი გაიმართა. საქმის პროკურორის განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მოწმის თქმით, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შესვლას 30-40 ადამიანი ითხოვდა, მათ კი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი მიუძღვოდათ.

ამის შესახებ ყოფილი მინისტრის საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო სხდომებზეც ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება.

„დღეს დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი და ასევე დაიკითხა მოწმე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ის იმყოფებოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც მისული იყო ირაკლი ოქრუაშვილი და ითხოვდა პარლამენტში შესვლას. ასევე მოწმემ განმარტა, რომ პარლამენტში შესვლას ითხოვდა დაახლოებით 30-40 კაცი, რომელთაც წინ მიუძღვოდა ირაკლი ოქრუაშვილი და ესაუბრებოდა მათ”, – განაცხადა პროკურორმა.

ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მინისტრი 20  ივნისის აქციის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g