LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობა, რომელიც ზამთარში შეგიძლიათ დაგეგმოთ

279

უმრავლესობისთვის დასვენება, შვებულება, არდადეგები და ა.შ. ძირითადად ზაფხულთან ასოცირდება, მაგრამ სწორად დაგეგმილი მოგზაურობა ზამთარშიც ძალზედ სასიამოვნო შეიძლება იყოს და თანაც საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი.

მთავარია ვიცოდეთ სად და როგორ დავისვენოთ და რა თქმა უნდა, კიდევ რამდენიმე ჭკვიანური რჩევა VIVUS.GE-ს ბლოგისგან.

ზამთრის კურორტები ძირითადად სრიალთან ასოცირდება. თუ თქვენ სნოუბორდზე ან თხილამურებზე დგახართ, მაშინ საქართველოს ზამთრის კურორტები ნამდვილად თქვენთვის არის.

ან თუ თქვენ ახლა გსურთ სრიალის შესწავლა არც ეს არის პრობლემა. ქართველები ამ მხრივ საკმაოდ განებივრებულები ვართ. ჩვენ რამდენიმე ზამთრის კურორტი გვაქვს, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია.

ზოგადად ზამთრის კურორტები და სრიალი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ ტიპის დასვენება უფრო ნაკლები დაგიჯდებათ. თუმცა აქაც უნდა ვიცოდეთ, რომელი კურორტია უფრო იაფი და რომელი ძვირი.

გუდაური vs ბაკურიანი – ეს გაუთავებელი დავაა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე მარტივი კრიტერიუმის მიხედვით შეგიძლიათ.

ბაკურიანი ზოგადად უფრო იაფი ჯდება, რადგან აქ საცხოვრებლის და კვების თვალსაზრისით უფრო დიდი არჩევანია.

შესაბამისად, უფრო მაღალია კონკურენცია და უფრო დაბალი ფასები.

ზოგადად კი გეტყვით, რომ ბაკურიანი ჯობს თუ თქვენ მოგზაურობას ოჯახთან და ბავშვებთან ერთად აპირებთ.

ხოლო გუდაურს უპირატესობას ახალგაზრდები ანიჭებენ.

თუმცა გუდაურსაც აქვს თავისი პლიუსები, როდესაც ფულის დაზოგვაზე ვსაუბრობთ.

გუდაური თბილისიდან საკმაოდ ახლოს არის, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ერთ-დღიანი მოგზაურობების მოწყობა და ამით საცხოვრებლის ფულსაც დაზოგავთ, რაც არც ისე მცირე თანხაა.

მესტია – სრიალის მოყვარულებისათვის კიდევ ერთი ვარიანტია.

მართალია მგზავრობა შედარებით დიდი ხანი მოგიწევთ, მაგრამ ადგილზე სასიამოვნოდ დაბალი ფასები გაგაოცებთ.

ბორჯომი – მათთვის, ვისთვისაც სრიალი არც ისე მნიშვნელოვანია, ბორჯომი იდეალური ადგილია ზამთარში სამოგზაუროდ. აქ როგორც დიდი სასტუმროები, ასევე გესთ-ჰაუზებია. ფასები ერთ ღამეზე 15 ლარიდან 400 ლარამდე მერყეობს. თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე თავისუფლად შეძლებთ შესაფერისი ვარიანტის შერჩევას.

ახლა კი დროა საზღვრებს გავცდეთ. ზამთარში, ისევე როგორც ზაფხულში, ტურისტული კომპანიები აქტიურობენ და ხალხს სხვადასხვა საინტერესო აქციებს სთავაზობენ. განსაკუთრებით პოპულარული კი 2 ძირითადი მიმართულებაა:

ბუდაპეშტი – წელიწადის ამ დროს, ბუდაპეშტში მოგზაურობა ძალიან დაბალ ფასად არის შესაძლებელი.

სრული ტურების ღირებულება ზოგჯერ 200 ლარზე ნაკლებია! თუ თქვენ მაქსიმალურად მცირე ბიუჯეტი გაქვთ, მაშინ ფრენას ქუთაისიდან გირჩევთ. ხოლო თუ ათიოდე დოლარს დაამატებთ, არც ქუთაისში მოგიწევთ გასაფრენად წასვლა.

ბუდაპეშტში წასასვლელად თქვენ შვებულების აღებაც კი არ გჭირდებათ. შეგიძლიათ მოგზაურობა შაბათ-კვირას დაგეგმოთ. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ ბუდაპეშტი ცნობილია თავისი ცხელი აბანოებით. რა ჯობია ზამთრის სუსხიან საღამოს ცხელ აბანოში ნებივრობას…

ინდოეთი – აი აქ კი შვებულება ნამდვილად დაგჭირდებათ. ინდოეთის სხვადასხვა ტურები ზამთარში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

წლის ამ პერიოდში იქ შესანიშნავი ტემპერატურა და ამინდი დაგხვდებათ. ყველაზე ხშირად ქართველები მაინც ულამაზეს გოას სტუმრობენ.

გოაზე მოგზაურობისას ყველაზე დიდი ხარჯი ბილეთებია, რაც დაახლოებით 600 ლარს შეადგენს. ხოლო ადგილზე ფასებით ნამდვილად გაოცდებით! იგივე თანხა, რაც ბილეთში გადაიხადეთ 1-2 კვირიანი მოგზაურობისას კვებასა და საცხოვრებელზე თავისუფლად გეყოფათ.

სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებში განვადების გაკეთებაც შესაძლებელია, თუ არა და ყოველთვის შეგიძლიათ აიღოთ სესხი დასასვენებლად.

რეალურად თუ ვიმსჯელებთ, მოგზაურობა ნებისმიერი ბიუჯეტით არის შესაძლებელი. მთავარია მონდომება და სულ ცოტა კრეატიულობა.

VIVUS.GE სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ და შეგახსენებთ, ფულის უკმარისობის დროს, საუკეთესო ალტერნატივა გახლავთ ონლაინ სესხები.

აქვე გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ vivus ge-ს სესხს, რადგან აქ პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი sesxebi კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

მიმართეთ vivus.ge-ს და მიიღეთ 50-დან 650 ლარამდე თანხა სწრაფად და მარტივად, ონლაინ რეჟიმში ან ვივუსის სერვის ცენტრებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g