LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკაცრი დედები ყოველთვის შეძლებულ და წარმატებულ შვილებს ზრდიან – კვლევა

14626
landscape-1446129322-landscape-1429106272-85907850

ესექსის უნივერსიტეტის პროფესორის, სოციოლოგ ერიკა რაქსონ-რამირესის მტკიცებით, მკაცრი დედები ყოველთვის შეძლებულ და წარმატებულ შვილებს ზრდიან.

რაქსონ-რამირესმა 15 500 მოზარდის, 13-14 წლის გოგონას მონაცემები შეისწავლა და მარტივი, თუმცა კატეგორიული დასკვნა გააკეთა – დედას, რომელიც მკაცრად აკონტროლებს,  მუდმივად სწავლას და ახალი „მწვერვალების დაპყრობას“ აიძულებს ბავშვს, აუცილებლად  შემდგარი და სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ყველაფრით უზრუნველყოფილი შვილი ეზრდება, რადგან ასეთი მშობელი, შვილში პირველ რიგში  შემცვლელებს, მის ერთგვარ მემკვიდრეას ხედავს.

მართალია, ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნებული რაქსონ-რამირესის დასკვნა სიხარულით აიტაცა მკითხველმა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ შვილის სწორედ აღზრდის მზა რეცეპტი მიიღო, მაგრამ მეცნიერს კრიტიკოსებიც მრავლად გამოუჩნდნენ, რომელთაც არ დაიზარეს სტატიის სრულად წაკითხვა და უხერხული შეკითხვების დასმა.

აღმოჩნდა, რომ დასკვნა მკაცრი დედების შვილების წარჩინებით სწავლასა და წარმატებაზე საკმაოდ ზერელედ გაკეთდა, რადგან კვლევის მთავარი მიზანი მოზარდთა გახშირებული ორსულობის და მისი მაპროვოცირებელი მიზეზების დადგენა იყო. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ადრეული ორსულობა მართლაც სერიოზული პრობლემაა, რაც სოლიდურ დანახარჯს მოითხოვს სოციალურ სფეროში და სწორედ ამიტომ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლება პრობლემის სხვადასხვა პროგრამით, კვლევით მოგვარებას. მათ შორისაა ესექსის უნივერსიტეტის გამოკვლევაც, რომლის თანახმად, 13-14 წლის ასაკში დაორსულებული გოგონების 4%-ს შედარებით ლმოდბიერი, დამთმობი დედა ჰყავდა, რომელიც არასდროს იჩენდა სათანადო სიმკაცრეს.

საკუთარი აზრის გამოთქმა ბრიტანელებმა არც სოციალურ ქსელში დაიზარეს და აღნიშნეს, რომ გამოკვლევა სუბიექტურად ჩატარდა, რადგან არ შეიძლება მცირე ჯგუფში მიღებული შედეგების განზოგადება, მით უფრო, რომ  გამოკვლეული მოზარდებიც აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში იზრდებიან. „სასაცილოა, როგორ სწრაფად აკეთებენ ადამიანები დასკვნებს,  სინამდვილეში ბავშვები ყოველთვის უშვებდნენ შეცდომებს და მომავალშიც დაუშვებენ, სიმკაცრე კი ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ ნაკლებად, რადგან თანამედროვე სამყაროში მოზარდის ცხოვრებას მისი თანატოლები უფრო განსაზღვრავენ, ვიდრე მშობლები“, – შენიშნა, ერთ-ერთმა მკითხველმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g