LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გააგრძელა – ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება დაირღვა?

142

აშშ-ს სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, ირანის წინააღმდეგ სანქციები 10 წლით გააგრძელოს.  დოკუმენტი თავდაპირველად კონგრესმა დაამტკიცა, ახლა კი ხელი ბარაკ ობამამ უნდა მოაწეროს.

ირანის სანქციების შესახებ კანონის მოქმედების ვადა  31 დეკემბერს იწურებოდა. თეთრი სახლი სანქციების გაგრძელებას არ მოითხოვდა, თუმცა ახალი კანონის მიღების წინააღმდეგიც არ იყო.

ამერიკელმა კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ კანონის გაგრძელება არ დაარღვევს შარშანდელ შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რადგან ახლა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიღებული სანქციების გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.

seyyed_ali_khameneiსენატორმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კრის კუნსმა განაცხადა, რომ სანქციების  გაგრძელების წინააღმდეგი არც აშშ-ს ხელშეკრულების მონაწილე პარტნიორები არიან.

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ხელშეკრულებას 2015 წელს ხელი აშშ-მ, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ჩინეთმა მოაწერეს. ირანმა სანქციების ეტაპობრივი მოხნის სანაცვლოდ „მაგატეს“ (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) ინსპექტორები უნდა შეუშვას საკუთარ ბირთვულ ობიექტებზე, ამასთან, მას სხვა დათმობებზეც მოუხდა წასვლა.

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ განაცხადა, რომ სანქციების გაგრძელება ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ დადებული შეთანხმების დარღვევაა.

1996 წელს აშშ-ში მიიღეს კანონი სანქციების შესახებ ირანისა და ლიბიის მიმართ, რომლის თანახმად, ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებოდათ. 2006 წელს დოკუმენტს სახელი შეეცვალა და „კანონი ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ“ ეწოდა. კანონის მოქმედება ლიბიასთან დაკავშირებით შეწყდა.

magti 5g