LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მწვანე სკოლის” მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას ჰქონდა ადგილი – სახელმწიფო ინსპექტორი

160
pjimage

დავადგინეთ, რომ “მწვანე სკოლის” მხრიდან ადგილი ჰქონდა პერსონალური მონაცემების დარღვევას – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

უყვიროდნენ, ჩაგაყუდებთ, შენნაირი აქ ათასი მოსულაო... ტიროდა, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა - რას ჰყვება გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა

როდესაც ლუკამ სასწრაფო დახმარება ითხოვა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ როდესაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა.

მისი თქმით, აღნიშნული დარღვევა 15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა.

“ამ ეტაპზე მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. მეტ ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულების შემდეგ უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებ. რაც შეეხება “მწვანე სკოლის” მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ეს გადაწყვეტილება მათთვის უკვე არის ცნობილი”, – აცხადებს ლონდა თოლორაია.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე “მწვანე სკოლის” კელდებზე წარწერის გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. დაკითხვის შემდეგ მოზარდი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა. ლუკამ ერთი კვირა კომატოზურ მდგომარეობაში გაატარა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. რამდენიმე საათში, ჩვენების იძულებით მიღების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g