ანიტა ფაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მის მხარდამჭერ ჯგუფში.
ამჯერად, მარიკა ხუციშვილი ავრცელებს ინფორმაციას ანიტას მდგომარეობის შესახებ. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ვიცით, ყველა ღელავთ… თუმცა გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობაც, ინფორმაციას გაგებისთანავე გაწვდით.
? ანიტას აქვს შინაგანი სისხლდენა, რაც
სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი ვეღარ ეგუება ეკმოს აპარატს.
? ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს, იგი ცდილობს მოძებნოს საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ამ ეტაპზე განიხილება გულის ორივე პარკუჭზე აპარატის დაყენება, თუმცა გასათვალისწინებელია სეფსისის კუთხით მდგომარეობა.
? გაკეთდა სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის პასუხსაც გარკვეული დრო სჭირდება.
? როგორც აგვიხსნეს, სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, ამიტომ, გრძელდება მკურნალობა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.”