LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა რომ ენდობა, ისეთი სისტემა: ევროსაბჭო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს

127
PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის რეზოულუციაში „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სისტემასთან  დაკავშირებით მიმართავს და მოუწოდებს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო  სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს.

„საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს, შეასრულოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის თაობაზე, დროულად განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და მიიღოს ზომები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად“, – ნათქვამია განცხადებაში.

“პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!” – უკრაინელი დელეგატი

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც 10 ქვეყნის: საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, თურქეთის, მოლდოვის, სერბეთის და უკრაინის მონიტორინგის შედეგებს აჯამებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g