LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!” – უკრაინელი დელეგატი

631
DSC-2006.

27 იანვარს ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგატების დაბრუნება გააპროტესტეს საქართველომ, უკრაინამ და ლიეტუვამ. საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა. სამი ქვეყნის წამომადგენლებმა, მსოფლიო ორგანიზაციაში, რუსეთის დაბრუნების საკითხზე საერთო მსჯელობა მოითხოვეს და ხელახალი გადახედვის მიზნით თავმჯდომარეს სიტყვით მიმართეს. ქართველმა დელეგატებმა, თანამოაზრეებთან ერთად,  დარბაზში ფეხზე წამოდგომით დააფიქსირეს საპროტესტო პოზიცია. იმ დღესვე, სიტყვა ლიეტუველმა დეპუტატმა ემანუელის ზინგერისმა მოითხოვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, ყირიმის ანექსიის და მოსკოვის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების ფონზე რუსეთის ევროპის საბჭოში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის. აღნიშნული საკითხი, მონიტორინგის კომიტეტს შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად გადაეცა.

მიუხედავად წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ნაწილის პროტესტისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. ოფიციალური მონაცემებით,  ასამბლეის 96 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 44 იყო. კენჭისყრაში რუსეთის დელეგაციის წევრებს მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ.

რეზოლუციის ავტორმა, ტონი კოქსმა განაცხადა, რომ ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება აღუდგინეს და ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუარესებულა. მისივე განმარტებით, შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესება. კერძოდ, მან დაასახელა რუსეთის მიერ მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობა, ევროსაბჭოს საწევროს გადახდა, ასევე უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება.

საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტა

“როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა!” – ეს სიტყვები, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცების კენჭისყრამდე წარმოსთქვა.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერი პიოტრ ტოლსტოი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები