LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის გამარჯვების შემდეგ მდიდარი რუსები აშშ-ში სულ უფრო მეტ ქონებას ყიდულობენ

36

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მდიდარი რუსები ფულს აშშ-ში უძრავ ქონებაში აბანდებენ. „სიენენის“ ინფორმაციით, მილიარდერის გამარჯვების შემდეგ 35%-ით გაიზარდა რუსი ბიზნესმენების რაოდენობა, ვინც ამერიკაში მდიდრული აპარტამენტების ყიდვით დაინტერესდა.

უძრავი ქონების სააგენტოს Knight Frank მონაცემებით, რუსებს, უმეტესად, საკურორტო ზონებში ვილები და საინვესტიციო ქონება აინტერესებთ. თითქმის ყველა მათგანი მზადაა,  $500,000-დან 5 მილიონ დოლარამდე დახარჯონ. ძირითადად, რუსი ბიზნესმენები ნიუ-იორკითა და მაიამით არიან დაინტერესებული.

ინვესტორების ნაწილი ტრამპის გამარჯვებას აღიქვამს როგორც რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობის გაუმჯობესებას. ტრამპმა ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპათია არაერთხელ გამოხატა, რუსეთის პრეზიდენტმაც, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონზე მეტად დონალდ ტრამპის გამარჯვება სურდა აშშ-ს არჩევნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები