LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის ახალი ინიციატივა: მამებს დეკრეტული შვებულებისას დედების მსგავსი ანაზღაურება ექნებათ

277
HERH

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და კეთილდღეობის გაზრდის მიზნით, ფინეთის მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის. საქმე ეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას.

როგორც BBC წერს, ახალშობილი ბავშვების მამებს დეკრეტული შვებულებისას იმავე ოდენობის ანაზღაურებას შესთავაზებენ, რაც დედებისთვის არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ფინეთის მთავრობა გეგმავს, რომ მამებს დეკრეტული შვებულება შვიდ თვემდე გაუხანგრძლივოს, როგორც დედების შემთხვევაშია.

ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შობადობის ზრდას ხელს შეუწყობს.

შეგახსენებთ, ფინეთს გასული წლის დეკემბერში ახალი მთავრობა ჩაუდგა სათავეში. ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, 34 წლის ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g