სოციალური ქსელის დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ლაგოდეხის მერის ფოტოშოპით დამუშავებული ფოტო გახდა, რომელიც მოქალაქე სერგი ბერიანიძემ გაავრცელა. ბერიანიძე წერს, რომ მერმა ვერ მიუსწრო გზის დაგების სამუშაო პროცესს და ფოტომონტაჟი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა.
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა აღნიშნული ფოტო. ლაგოდეხის მერი ხან ჰავაის კუნძულებზე გამოჩნდა, ხან საბერძნეთში, ხან თეთრი სახლის ეზოში, ეიფელის კოშკთან, ზუგდიდის დატბორილი ბოტანიკური ბაღიც მოინახულა და მარსზეც მოასწრო ასვლა.
სიმართლის გასარკვევად რამდენიმე მედიასაშუალება ლაგოდეხის მერიას დაუკავშირდა, თუმცა პასუხები ადგილიდან არაერთგვაროვანი იყო, სანამ თავად ჯონდო მდივნიშვილმა არ გადაწყვიტა “საქმის მოგვარება”.
დღის მეორე ნახევარში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნამდვილად გამოჩნდა ლაგოდეხის მერი, რომელმაც ლაივ ჩართვით დაადასტურა, რომ ის იმ ადგილას რეალურად იმყოფებოდა. გზის და წყალარინების სარემონტო-სარესტავრაციო პროცესების წარმატებით მიმდინარეობა მერმა პირადად დაათვალიერა და კიდევ ერთხელ განმარტა აღნიშნული სამუშაოების მნიშვნელობა რეგიონისთვის.
სახალისო ფოტოები კი ასე გამოიყურება: