კომპანია „777“, რომელიც ავტო სერვისცენტრს ბათუმში ფლობს, მომხმარებელს ავტომობილებთან დაკავშირებით, მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. „777“ -ის ავტო სერვისცენტრში შესაძლებელია როგორც სასურველი პროდუქციის შეძენა, ისე სხვადასხვა ტიპის სერვისის მიღება და რაც მთავარია, უფასოდ.
როგორც ავტო სერვისცენტრ 777-ში აცხადებენ, ნებისმიერი სახის ავტომობილის მფლობელი, იქნება ეს: სატვირთო, ავტობუსი, თუ მსუბუქი ავტომობილი, შეძლებს მათთან შეიძინოს: ზეთები, ფილტრები, კონდიციონერის ფილტრები, ზეთის ფილტრები, საწვავის ფილტრები და სხვა..
„აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს, ჩვენი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, უფასოდ ვემსახურებით. ჩვენთან შესაძლებელია უფასოდ: ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა ყველა სახის მსუბუქ ავტომობილზე; ხუნდების შეცვლა მსუბუქ ავტომობილებზე,“ – აცხადებენ ავტო სერვისცენტრ „777“-ში.
მათივე ინფორმაციით, „777“ – ნიშნავს ხარისხის ნიშანს, ამიტომ, მათთან მისული მომხმარებელი ყიდულობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, ხოლო მომსახურებას იღებს უფასოდ.
ავტო სერვისცენტრ „777“-ის მისამართია: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის 7ა.
ტელეფონი: 597647 777