ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს დღეს და 38 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მან უკვე მოიხადა ვადა. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, არასათანადო შეფასება იქნებოდა. სასამართლოების იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის”, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.
Gigi Ugulava, leader of European Georgia, was arrested today and sentenced to 38 months in prison for an old crime he’s already served time over. To say this is disturbing would be an understatement. Using courts as a weapon is NOT democracy.
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) February 10, 2020
გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.