LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა დაპატიმრებამდე შვილს ემშვიდობება: ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, თვითონ მივალ ციხეში

594
BeFunky-collage (8)

გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ციხეში თავისი ფეხით მივა.

“დაგელოდებით, მეგობრებო, მობრძანდით თქვენი უწყისით. ამავე დროს, მე მზად და მირჩევნია მე თვითონ… გამოცდილება შესაბამისი მაქვს, მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი. მე თვითონ მივალ ციხეში, მათ მიერ მითითებულ ციხეში. ზედმეტად სახელმწიფო ბიუჯეტს ხარჯვას გაუფრთხილდნენ.

მაცნობეთ, როგორ უნდა აღვასრულო აბსოლუტურად უსამართლო, უკანონოდ და რეგვენული და ბრიყვული გადაწყვეტილება. მე არ ვაღიარებ არაფერს. არც ბრალს ვიღებ, მაგრამ ვიღებ სასჯელს, რადგან ივანიშვილის საქართველოში ციხე არის ის ადგილი, სადაც შეგიძლია იპოვო თავისუფლება და მე ამ თავისუფლებას ვიპოვი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ განცხადებამდე უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით,” – წერს “ფეისბუქში” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს - ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.

გიგი უგულავას 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის “თბილისის განვითარების ფონდიდან” დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.