LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბებერი იდიოტი ვარ“- პამელა ანდერსონი გათხოვდა, შემდეგ კი 74 წლის მეუღლე გაძარცვა

996
f-204542-pamela-anderson-marries-producer-jon-peters-in-secret-wedding-featured

სულ ცოტა ხნის წინ, „ფლეიბოისა“ და „მაშველების“ ვარსკვლავი პამელა ანდერსონი მეხუთედ გათხოვდა, მისი რჩეული 74 წლის პროდიუსერი, ჯონ პიტერს იყო, რომელსაც ვარსკვლავი 80-იან წლებში ხვდებოდა.

„35 წლის განმავლობაში მხოლოდ პამელასთან ყოფნა მინდოდა, ის ჩემი შთაგონების წყაროა– აცხადებდა გაბედნიერებული პიტერსი.

მე-5 ქორწინება - პამელა ანდერსონი 74 წლის ჯონ პიტერსთან ერთად „გაიპარა“

„35 წლის განმავლობაში მხოლოდ პამელასთან ყოფნა მინდოდა, ის ჩემი შთაგონების წყაროა.“- აცხადებს 74 წლის პიტერსი. წყვილი ერთმანეთს 80-იან წლებში ხვდებოდა, ეს პამელასთვის მეხუთე ქორწინებაა.

ქორწინებიდან სულ რაღაც 12 დღეში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

ჩვენ პაუზას ვიღებთ იმისათვის, რომ კარგად გავერკვეთ, რა გვინდა ერთმანეთისგან“ – განაცხადა 53 წლის პამელამ.

თუმცა, ახლა გაირკვა რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა, ჯონ პიტერსმა PageSix -ის ჟურნალისტს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რეალობას ფარდა ახადა.

„მე ის გაშლილი ხელებით მივიღე, პამელას 200 ათასი დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა, მე მას ვალებიც დავუფარე და მას გარდერობი სრულიად განვუახლე, მან კი მადლობა ასე გადამიხადა, ბებერი იდიტი ვარ“ – აცხადებს განაწყენებული პიტერსი.

სიყვარულისგან დაბრმავებულმა 74 წლის პიტერსმა ისიც განაცხადა, რომ დაქორწინება მას თავად პამელამ შესთავაზა, მანაც საცოლე მიატოვა და პამელასთვის ყველაფერი გააკეთა.

აღნიშნულ განცხადებაზე პამელას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, შესაძლებელია სექსსიმბოლო პამელას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას თაღლითობისა და თანხების უკანონოდ მითვისების მუხლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები