LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 5.4%-ით გაიზარდა

71

საწარმოებისა და ორგანიზაციების მონაცემებით, 2016 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 980.6 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის III კვარტალთან შედარებით 50.5 ლარით (5.4%) მეტია.

2016 წლის III კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის 15 სექციიდან 8 სექციაში დაფიქსირდა საშუალოზე მაღალი ხელფასი, მათგან ყველაზე მაღალი ხელფასებია:


• საფინანსო საქმიანობა – 1613.2;
• მშენებლობა – 1460.3;
• სახელმწიფო მმართველობა – 1361.6;
• სამთომოპოვებითი მრეწველობა – 1283.1;
• ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 1242.7;
• ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1149.5 ლარი.


საქსტატის მონაცემებით, სამეწარმეო სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა 1012.5 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,5.3%-ით, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით – 3.5%-ით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g