13 თებერვალი რადიოს დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში 2011 წლიდან აღინიშნება. ციფრული მედიის განვითარების მიუხედავად, რადიო მყარ პოზიციას ინარჩუნებს მედიასაშუალებებს შორის, როგორც ინფორმაციის გავრცელების ყველაზე სანდრო საშუალება.
საქართველოში რადიომომხმარებლების 60% რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ოთხ რადიოსადგურს ანიჭებს უპირატესობას.
მცირე ხანია, რაც რადიოჰოლდინგს fortuna.ge დაემატა, რომელმაც სწრაფად და მყარად დაიმკვიდრა საკუთარი პოზიცია მედიასაშუალებებს შორის.
თამარ ჩიგოგიძე, რადიო „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:
როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 13 თებერვალს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს რადიოს საერთაშორისო დღეს, რომელიც 2011 წელს, ესპანეთის ინიციატივით, იუნესკომ დააფუძნა. რადიოს დღის აღნიშვნა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან სწორედ 1946 წელს, ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.
იუნესკოს განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.
ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში რადიო მოსახლეობისთვის რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
რადიო, როგორც ხედავთ, ახალი ტექნოლოგიებს ეპოქაშიც განაგრძობს განვითარებას. ის არა მხოლოდ FM-ზე, არამედ ყველა მობილურსა თუ გაჯეტში არის ხელმისაწვდომი. კონტენტი განვითარდა და გახდა მულტიმედიური.
ამისი მაგალითია ჩვენი ჰოლდინგის ინტერნეტპლატფორმა, fortuna.ge, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კონტენტის ფარტო სპექტრს, – აუდიო/ვიდეო, ტექსტურ ინფორმაციას, გარდა ამისა, ჩვენი ოთხივე რადიოსადგურის ლაივში მოსმენაა შესაძლებელი. უმოკლეს დროში fortuna.ge-მ ინტერნეტსივრცეში მილიონნახევრიანი უნიკალური აუდიტორია შეიძინა.
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ინტერნეტის, როგორც საინფორმაციო წყაროს მოხმარების ზრდის მიუხედავად, რადიო რჩება მნიშვნელოვან, სანდო და ფართო მოხმარების მედიასაშუალებად.
ძალიან გვაძლიერებს და სტიმულს გვაძლევს ჩვენი მსმენელების ნდობა და პატივისცემა ჩვენი რადიოსადგურებისადმი. ჯამურად „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსს“, „არ დაიდარდოს“ და „ავტორადიოს“ რადიოაუდიტორიის 60% უსმენს, რაც დამეთანხმებით, დიდი მონაპოვარია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ჩვენს კოლეგებს ეს ღირსშესანიშნავი დღე, ვუსურვო რადიოს კეთილდღეობა, წინსვლა, განვითარება.