ალეპოელი 7 წლის გოგონა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, ქალაქიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს, ამის შესახებ „ინდეფენდენთი“ წერს.
ბანა ალაბედი „ტვიტერზე“ დედის დახმარებით მუდმივად წერდა ალეპოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ის ერთ-ერთია, რომელიც ევაკუაციის დროს ქალაქიდან გავიდა.
სირიულ-ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი აჰმად ტარაკჯი „ტვიტერზე“ წერს, რომ ბანა მშობლებთან ერთად თავს კარგად გრძნობს.
ევაკუაცია ალეპოდან გუშინ განახლდა.
.@AlabedBana and many children arrived to #Aleppo countryside. @sams_usa @UOSSM and partners arr coordinating the response plan there. pic.twitter.com/k3iAohYbFY
— Ahmad Tarakji, MD (@tarakjiahmad) December 19, 2016
Please save us now. – Bana #Aleppo
— Bana Alabed (@AlabedBana) December 16, 2016