LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნამუშევარში გიტარის რიფის ხმას მოისმენთ, რომელზეც 25 წელი ვიმუშავე” – Foo Fighters-ის ახალი ალბომი მზადაა

91
Foo-Fighters-Forum-20150922-KathyFlynn-9248

12 ,,გრემის” მფლობელი, ლეგენდარული ჯგუფის, Foo Fighters-ის ფრონტმენმა, დეივ გროლმა განაცხადა, რომ ბენდმა ახალ ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულა და მას მალე გაგვიზიარებს.

მუსიკოსმა ისიც გაგვიმხილა, რომ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომელშიც ტურნეებისას ფურგონით გადაადგილების დროს დაგროვილი საინტერესო კადრები და უამრავი მომენტი იქნება შესული.

„ახალი ალბომი უკვე მზადაა, მასში  საუკეთესო კომპოზიციებია შესული. ნამუშევარში ასევე  გიტარის რიფის ხმას მოისმენთ, რომელზეც 25 წელი ვიმუშავე”,  – განაცხადა გროლმა.

შეგახენებთ, Foo Fighters 1994 წელს ჩამოყალიბდა, ის ლეგენდარული ჯგუფის Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები