მართალია, შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი, ჯონ კენედი თითქმის 60 წლის წინ დაიღუპა, მაგრამ მისი გამონათქვამები დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას.
fortuna.ge გთავაზობთ ჯონ კენედის ცნობილ ფრაზებს:
- მე იდეალისტი ვარ, თუმცა ილუზიების გარეშე!
- აპატიე მტრებს, მაგრამ არასდროს დაივიწყო მათი სახელი.
- ან კაცობრიობა დაასრულებს ომს, ან ომი მოუღებს ბოლოს კაცობრიობას.
- წარმატებას ბევრი პატრონი ჰყავს, მარცხი კი, ყოველთვის უპატრონო ობოლია.
- სიტყვა „კრიზისი“ ჩინურად ორი იეროგლიფით აღინიშნება. ერთი „საფრთხეს“ ნიშნავს, მეორე კი – „სასიკეთო შესაძლებლობას“.
- ის, ვისაც მარცხის მშვიდად გადატანა შეუძლია, აუცილებლად ძალიან ბევრს მიაღწევს.
- უანგარო ადამიანი ილუზიებით ცხოვრობს, ანგარებიანი კი, ფულზე ოცნებობს, რომლითაც ილუზიას იყიდის.
- თანამედროვე სამყაროში გულწრფელობას სიცრუეზე მეტად სჭირდება მტკიცება.
- ის, ვინც ხელს უშლის მშვიდობიან გარდაქმნებს, ყოველთვის ძალადობრივი რევოლუციის მომხრეა.
- არასდროს გამართო მოლაპარაკები შიშით და არასდროს შეგეშინდეს მოლაპარაკების გამართვა.
- სანამ იკითხავ რა გააკეთა სამშობლომ შენთვის, მანამდე დაფიქრდი თვითონ რა გააკეთე მისთვის.
- ცვლილებები – ცხოვრების კანონია, ის კი, ვინც მხოლოდ წარსულში ან მომავალში იყურება, ყოველთვის აწმყოს უშვებს ხელიდან.
- ყველაზე ცხელი ადგილი ჯოჯოხეთში მისთვისაა განკუთვნილი, ვინც ნებისმიერ კრიზისში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
- ოცნების არ არსებობა ნაციას ღუპავს.
- არასდროს ინატრო მსუბუქი ცხოვრება, ინატრე გახდე ძლიერი.
- სწორედ მაშინ უნდა შეაკეთო შენი სახლის სახურავი, როცა მზე ანათებს.
- ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება.
- თავისუფლება სწავლის გარეშე საშიშია, სწავლა თავისუფლების გარეშე კი ამაოება.
- ყველა ჩვენგანის უფლებები ირღვევა, როცა ერთი ადამიანის უფლებები საფრთხის ქვეშ დგება.
- არა აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია ტყუილი, თუ მას საკმარისად ხშირად გაიმეორებთ მასები სიმართლედ ჩათვლიან.