მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობების გახშირებულ შემთხვევებს საქართველოს პირველი პირი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ განცხადებში წერს, რომ სტატისტიკა საგანგაშოა და ამაზე მომავალ კვირას შეხვედრაც გაიმართება.
“ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა”, – ამბობს ზურაბიშვილი.
მკვლელობა სამტრედიაში: ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა
ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მისი თქმით, სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას.
“საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები”, – ამბობს ზურაბიშვილი.