LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით დარჩიაშვილი: 8 წელია ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მისგან ვიღებ მოღალატის იარლიყს

142

”8 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს (ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი “ხუნვეიბინები” რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ჰქვია” – ენმ-ს ერთ-ერთი აქტიური წევრი დავით დარჩიაშვილი ამ განცხადებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის” – წერს დარჩიაშვილი.

”ჩემი ღრმა რწმენით – რადიკალური, ყველასთან შეურიგებელი „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო ბიძინას აწყობს, რადგან ასეთი ოპონენტი ყოველთვის დარჩება საზოგადოების დიდი ნაწილისათვის საფრთხობელად. თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის, მე ვერ გადავარწმუნებ. და თუ მგონია, რომ მისი არჩეული გზა არასწორია: მინიმუმ, ბიძინას ძვრას ვერ უზამს, მაქსიმუმ კი ქვეყანას ქაოსისაკენ წაიყვანს, ამის თქმის ვალდებულებას არ ვუღალატებ. ღალატი ისაა, რაც მართალი გგონია, ის არ თქვა” – აცხადებს დარჩიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g