LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალუტექ ჯორჯიამ“ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების და ვიტრაჟების წარმოება დაიწყო

1552
87705924-701947310339382-2067482838365634560-o

კომპანია „ალუტექ ჯორჯია“ წარმოებას აფართოებს და თბილისში ახალ, რიგით მეორე საწარმოს ხსნის. როგორც „ფორტუნას“ Alutech Georgia-ს თანადამფუძნებელმა და დირექტორმა დავით ჯანიაშვილმა განუცხადა, კომპანიის ახალი ქარხანა ქიზიყის 24 ნომერში განთავსდა და აქ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები და ვიტრაჟები იწარმოება.

„მოგეხსენებათ, ჩვენი პირველი საწარმოც, სადაც ალუმინის პროდუქციის წარმოება ხდება, სწორედ ამ მისამართზე მდებარეობს. მის გვერდზე გავხსენით სრულიად ახალი ფორმატის ქარხანა, სადაც მეტალო-პლასტმასზე ვმუშაობთ. ჯამში ჩვენი საწარმოები 100-მდე ადამიანს ასაქმებს. აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი საწარმო შემოგვემატება, რომელიც ქუთაისში გაიხსნება და ასევე მეტალო-პლასტმასის მიმართულებით იმუშავებს“, – აცხადებს ჯანიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ალუტექ ჯორჯია“ არის კომპანია, რომელიც ყველაზე დაბალ ფასად მომხმარებელს აწვდის პრემიუმ ხარისხის პროდუქციას.

„გარდა იმისა, რომ ჩვენი კომპანია ლიდერია ქართულ ბაზარზე ალუმინის პროდუქტის წარმოებაში, ახლა უკვე ახალი მიმართულებით ვაგრძელებთ საქმიანობას და გვჯერა, რომ ამ მიმართულებითაც ლიდერები ვიქნებით. ვინაიდან, ალუმინის პროდუქცია საკმაოდ ძვირადღირებულია, საზოგადოების მხრიდან იყო დაკვეთა, რომ კარ-ფანჯრები შედარებით დაბალფასიანი ნედლეულით გვეწარმოებინა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მეტალო-პლასტმასის მიმართულებითაც დაგვეწყო მუშაობს. ცნობისთვის, ამ ეტაპზე მეტალო-პლასტმასით ვაწარმოებთ ორი ფერის კარ-ფანჯრებს, თეთრსა და შავს… აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკენლის შემთხვევაში გვაქვს სპეციალური ფერი შავი – ANTRACID NOIR (არალამინირებული დაფერვა). აღნიშნული ფერი 99% ით ემთხვევა დღეს ყველაზე პოპულარულ ალუმინის ფერს“, – ამბობს ჯანიაშვილი და დასძენს, რომ Alutech Georgia-ს მიერ წარმოებული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციით და უზრუნველყოფს თბორესურსების გამოყენების შემცირებას 70 %-ით.

რაც შეეხება ფასებს, ისინი მორგებულია ადგილობრივ ბაზარს და არის ძალიან მისაღები ყველასთვის. „ალუტექ ჯორჯიას“ მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება სრულიად საქართველოს მასშტაბით. გარკვეული პროდუქცია კი ექსპორტზე სომხეთში გადის.

შეგახსენებთ, „ალუტექ ჯორჯია“ უკვე სამი წელია, რაც ქართულ ბაზარზე საქმიანობს. ის გახლავთ თურქული წამყვანი ბრენდის “სისტემა ალუმინიუმის” (Alutech) ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. „ალუტექ ჯორჯიას“ საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით (CNC – ცენტრებით) , რომელსაც შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია უმოკლეს ვადებში. კომპანია ალუმინის მიმართულებით მომხმარებელს სთავაზობს: უმაღლესი ხარისხის ალუმინის პროფილებს; ფასად სისტემებს; კარ-ფანჯრის სისტემებს; ვენტილირებად ფასად სისტემებს – სლაიდ სისტემებს (ჰებე-შიბე); ცხაურების სისტემებს – ქვის ვენტილირებად ფასად სისტემებს; მზისგან დამცავ სისტემებს – კომპ. პანელის ვენტილირებად სისტემებს; ასევე აივნის შემინვის სისტემებს.

კომპანიას ჯამში განხორციელებული აქვს 3 მილიონი ლარის ინვესტიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები