LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალუტექ ჯორჯია“ და „ზაქარიას კეთილი მანქანა“ ამჯერად დასავლეთ საქართველოში მყოფ მიუსაფარ ცხოველებს დაეხმარნენ

617
20201017-122439

„ზამთარში თბილად იქნები“ – ასეთი სახელწოდება აქვს ალუმინისა და მეტალოპლასტმასის მწარმოებელი ლიდერი კომპანიის „ალუტექ ჯორჯიასა“ და „ზაქარას კეთილი მანქანის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც დასავლეთ საქართველოში მყოფი მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად განხორციელდა.

პროექტის შესახებ „ალუტექ ჯორჯიას“ პიარისა და მარკიეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლანა ბლიაძესა და „ზაქარას კეთილი მანქანის“ დამფუძნებელს ზაქარია დოლიძეს ვესაუბრეთ.

“ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, (CSR) შესაბამისად, ამ მიმართულებით არა ერთი პროექტი დაგვიგეგმავს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ყველაფერი 7 თვის წინ დაიწყო, როდესაც „ალუტექ ჯორჯიას“ ახალი პროსდუქტის – მეტალოპლასტმასის პრეზენტაციის დროს ზაქარია დოლიძეს, კომპანიამ, საზეიმო ვითარებაში ავტომობილი გადასცა, რათა მისთვის ამ კეთილი საქმის კეთება უფრო მარტივი ყოფილიყო, პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ ამ კეთილ ადამიანს ძაღლების დასახმარებლად მეგობრებისთვის უწევდა ავტომობილის თხოვება, რაც თავისთავად ხელს უშლიდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ეს საჩუქარი გაგვეკეთებინა. ამ დღიდან მოყოლებული, მან საქართველოს მასშტაბით 500-მდე სახლი დადგა და ასობით მიუსაფარ ცხოველს დაეხმარა, დღეს კი “ალუტექი” და ზაქარია ისევ გავერთიანდით და კიდევ ერთი პროექტი დავგეგმეთ, ამჯერად, დასავლეთში მყოფი მიუსაფარი ცხოველებისთვის” – აღნიშნა ლანა ბლიაძემ.

– ზაქარია, რას მოიცავს პროექტი “ზამთარში კარგად იქნები” და როგორ ჩაიარა ალუს და ზაქარას ტურნემ დასავლეთ საქართველოში?

-პროექტი “ზამთარში თბილად იქნები” მოიცავს ქუჩის ცხოველებისთვის თბილი სახლების დამზადებას და დაბინავებას. ეს მართლაც და სამაგალითო საქმეა, რომელიც აუცილებლად გადამდები უნდა გახდეს საზოგადოებისთვის იქამდე, სანამ ტერმინი “მაწანწალა საშიში ცხოველი” არ გაქრება. რაც შეეხება ტურნეს დასავლეთში, ეს ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგზაურობად ჩაიწერა “ზაქარას კეთილი მანქანის” დღიურებში, დაბინავდა და დაპურდა უამრავი ქუჩის ცხოველი შიდა ქართლის-იმერეთის და გურიის რეგიონში. დაბინავება- დაპურების გარდა, გავუწიეთ მედიკამენტოზური დახმარებებიც და დედაქალაქს დავუბრუნდი გაათასებული. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ალუს”,  რომელმაც საკუთარი დაბადების დღე, “ზაქარას კეთილი მანქანის”დაბადების დღედაც აქცია და გადმომცა ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, როგორც ხედავთ მას მერეც არ მეშვებიან ეს დალოცვილები და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თანადგომა გამიწიონ ჩემი და კეთილი მანქანის საქმიანობაში, უანგარო სიკეთის კვალდაკვალ, – აღნიშნა ზაქარია დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ალუტექ ჯორჯიას“ პროდუქციის მომხმარებლები ავტომატურად ქველმოქმედები ხდებიან, რადგან კომპანიის გადაწყვეტილებით როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის ფილიალში გაყიდული პროდუქტიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი მიუსაფარი ცხოველების კეთიდღეობას მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები