LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს პროდუქცია ჩვენს გარდა არავის შემოაქვს მთელ ამიერკავკასიაში” – “ალუტექ ჯორჯია” დიდ ფასდაკლებებს გთავაზობთ

1681
BeFunky-collage (96)

კომპანია “ალუტექ ჯორჯიას”  ქუთაისის საწარმო უკვე თვენახევარია, რაც გაიხსნა. ადგილზე ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ასევე, ვიტრაჟების გადახურვის დამზადება მიმდინარეობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოდან შეკვეთების დამზადება და გაგზავნა არა თბილისიდან, არამედ უკვე ქუთაისის საწარმოდან ხორცილდება.

კომპანიის პროდუქციაზე, გაყიდვების ექსკლუზიურ უფლებებსა და ქართულ ბაზარზე არსებულ ყველაზე ხელმისაწვდომ აქციებზე “ფორტუნას” “ალუტექ ჯორჯიას” დირექტორი ესაუბრა.

დავით ჯანიაშვილი განმარტავს, რომ თურქული გიგანტი კომპანია თავისი ნაწარმით მხოლოდ საქართველოს ამარაგებს. მისივე თქმით, “ალუტექ”-ის ნაწარმს სომხეთს საქართველო აწვდის.

“კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის ალუმინის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების გადახურვების დამზადება. ასევე, მზადდება მოაჯირები, ვენტილირებადი ფასადები, პერგოლები, როგორც მყარი, ისე მოძრავი გადახურვებით.

 

 

ჩვენ საქართველოში ექსკლუზიური შემომტანები ვართ  “ალუტექის” მასალის, რომელიც არის თურქული გიგანტი. პროდუქცია ჩვენს გარდა არავის შემოაქვს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. სომხეთსაც ჩვენ ვაწვდით პროდუქციას” – აცხადებს “ალუტექ ჯორჯიას” დირექტორი, დავით ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, კომპანია მუშაობს როგორც ინდივიდუალურ გაყიდვებზე, ასევე ამარაგებს საქართველოში არსებულ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიებს.

“დაახლოებით თვენახევრის წინ გავხსენით თბილისის ფილიალი ქუთაისში და შეკვეთებს ვიღებთ დასავლეთიდან. მომავალი წლიდან ბათუმშიც გავხსნით საწარმოს. პროდუქცია 500 კილომეტრზე რომ არ გავუშვათ, მომგებიანი იქნება თუ მას ადგილზე დავამუშავებთ და მომხმარებელს ადგილზე მივაწვდით” – აღნიშნავს დავით ჯანიაშვილი.

რაც შეეხება კომპანიაში ამ ეტაპზე მიმდინარე აქციებს, “ალუტექ ჯორჯია” მომხმარებელს ნებისმიერ პროდუქციაზე  20%-ზე მეტ ფასდაკლებას სთავაზობს. საზაფხულო აქციები გათვლილია როგორც კერძო პირებზე, ასევე დიდ კომპანიებზე.

 

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქუთაისის ფილიალში უფრო მეტი აქციებია, ვიდრე თბილისში და ამას  მომხმარებელის მხრიდან მეტი დაინტერესებით ხსნიან.

“ალუტექ ჯორჯია” პანდემიის პირობებში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის დროს დაკეტილი იყო, თუმცა როგორც დირექტორმა განმარტა, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, კომპანიამ საწარმოს მუშაობა  თანმიმდევრულად აღადგინა.

ყველა მიმდინარე აქცია გათვლილია უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასად გაყიდვაზე.

ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი დიდი მოთამაშე “ალუტექ ჯორჯია” აგვისტოს აქციას კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით აგრძელებს.

მარტივად მოსავლელი, გამძლე და ენერგოეფექტური – ეს “ალუტექ ჯორჯიას” პროდუქციის უპირატესობებია.ასევე, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური კონსულტაცია და აზომვითი სამუშაოები უფასოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები