LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლით გზაზე ახალი გვირაბის მშენებლობას ADB აფინანსებს

121

ქობულეთის შემოვლით გზაზე 295 მეტრიანი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა ახალი ავსტრიული მეთოდით მიმდინარეობს,რაც გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით ითვალისწინებს.

სუსტი გრუნტის შემთხვევაში, ახალი ავსტრიულიმეთოდის გამოყენებით, ხდება დროებითი სამაგრების მოწყობა, რომელიც ზუსტად აჩვენებს დეფორმაციის კუთხეებს და შესაძლებლობას იძლევა  საბოლოო სამაგრების მშენებლობამდე მოხდეს კორექტირება. ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ,განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული.

ქობულეთის შემოვლითი გზის მე–2 ლოტზე სულ 2 გვირაბი შენდება. ამ ეტაპზე, პირველი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად, 18 კილომეტრიან მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 15 ხიდის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ჩვენს რეგიონში. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ეს პროექტი. თქვენ იცით, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე გაიხსნება ეს გზაც, რაც ხალხს საშუალებას მისცემს სრულფასოვნად იმოძრაოს და არ მოუწიოს ქობულეთის სანაპირო ზოლის გავლა. ეს არის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ტურიზმის ხელშეწყობა, რადგან გაიზრდება მგზავრების ნაკადი. ქუთაისის აეროპორტიდან ერთ საათში იქნება შესაძლებელი ბათუმში ჩამოსვლა. ჩოლოქიდან ბათუმამდე 10-15 წუთიც კი საკმარისი იქნება. ამ პროექტის განხორციელებისთვის 350 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ქობულეთი-ბათუმის მონაკვეთზე უკვე აგებულია 15 ხიდი. მეორე გვირაბი ფაქტიურად უკვე სრულდება. ამ მონაკვეთზე ორი გვირაბი გვექნება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ტურიზმის პოტენციალის გაზრდას,“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ რომელმაც დღეს სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი  ღირებულება 209 მილიონი ლარია.​

magti 5g