LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი 50 წლის ასაკში ახალ ცხოვრებას იწყებს

1768
maia-baratashvilinswss

ცნობილი ქართველი ჯაზშემსრულებელი მაია ბარათაშვილი 50 წლის ასაკში ახალ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ და ასევე კონცერტზე, რომელიც 3 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საკუთარ დაბადების დღეზე ექნება, ჟურნალ „სარკეს“ ვრცლად უყვება.

როცა სარკეში იხედებით, როგორ ქალს ხედავთ?

ეფექტურს, ლამაზს, საკუთარ თავში დარწმუნებულს, პროფესიონალს, მაგრამ ასევე ქალს, რომელსაც დიდი პერსპექტივები აქვს და ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი.

წარსულისკენ რომ იხედებით, უფრო მეტად რა ემოციები გახსენდებათ?

ძალიან მდიდარი წარსული მაქვს. საკმაოდ რთული ცხოვრება გამოვიარე. ღვთის კალთას ჩაბღაუჭებულს მივლია მარტოს ქუჩაში და ისევ ღმერთი მიგზავნიდა იმ ადამიანებს, რომელთა საშუალებითაც ცხოვრებაში წინ წავიწიე და კარიერა შევიქმენი.

მაია ბარათაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს  და ასევე ამბობს: „ადამიანს მეორე ნახევარი უკან არ უნდა ხევდეს, წყვილის ცხოვრებაში უნდა იყოს მუდმივი გაანვითარება. მე კი არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელთანაც ეს შეგრძნება მექნებოდა.

ვრცელ ინტერვიუს მომღერალთან „სარკის“ დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g