LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს: რამდენი პაციენტი იმყოფება ინფექციურში და ვინ არიან ისინი

218
BeFunky-collage (90)

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით ყველა საავადმყოფო მობილიზებულია, ხოლო რამდენიმე ლოკაციაზე განლაგებულია საკარანტინე ზონა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ყველა უწყება 24-საათიან სამუშაო რეჟიმზეა გადასული და გრძელდება მთავრობის კოორდინირებული მუშაობა.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები საქართველოში სხვადასხვა ადგილზე გვაქვს. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები. ასევე, მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ეკატერინე  ტიკარაძემ.

მთავრობა ირწმუნება, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს

მინისტრის განცხადებით, ინფექციური სააავადმყოფოდან წუხელ 13 პაციენტი საკარანტინო ზოლში გადაიყვანეს. ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში 10 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 5 იტალიიდან ჩამოსულია.

„28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტიანად თანამშრომლობს. კორონავირუსის ფაქტი დროულად დაფიქსირდა, რამაც მოგვცა საშუალება, აღარ მომხდარიყო ვირუსის შემდეგი გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფეცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა (1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია), ხოლო 5 ირანიდან (1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები)“, – განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის სხდომას მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო დაავადებათა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი, რომელმაც განმარტა, რომ ქვეყანა პანდემიურ ინფექციებთან საბრძოლველად ბევრად უფრო მზად არის, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ და ოფიციალური რეკომენდაციებით იხელმძღვანელონ.

პანიკის საფუძველი არ არის, საზღვრები დროებით ჩაიკეტება – საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევაა

“გთხოვთ, ვიყოთ მშვიდად, ნუ მივეცემით პანიკას და ვიხელმძღვანელოთ იმ ინფორმაციით, რაც ოფიციალური საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება, ვიქონიოთ კონტაქტი ჩვენს ოჯახის ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ძალიან ღია ვართ, მოქმედებს ორი ცხელი ხაზი – 15 05, 116 001 – შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა ცხელი ხაზის, „ფეისბუქის“, ვებგვერდის საშუალებით გაგზავნოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს კომუნიკაციას მოსახლეობასთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g