LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ირწმუნება, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს

127
87995243-1607608146043750-4699306714225180672-o

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების და შემდგომი საკოორდინაციო საკითხები განიხილეს დღეს დილით მთავრობის სხდომაზე. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს გეგმის მიხედვით. გახარიას თქმით, ქვეყანაში კორონავიურუსის ფართოდ გავრცელების საშიშროება არ არის. მისი თქმით, ყველა უწყება სრულიად აკონტროლებს სიტუაციას. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა გაითვალისწინონ ის რჩევები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დააწესა.

“ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჩვენი უწყებები სრულიად აკონტროლებენ სიტუაციას. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის რჩევები და მითითებები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომელიც ჩვენი მედიასაშუალებებით გადის ეთერში. ინფიციერებული ადამიანის საზღვარზე აღმოჩენა მიუთითებს ჩვენი უწყებების ეფექტიან მუშაობაზე, რისთვისაც მადლობა ეკუთვნის ყველა მესაზღვრეს და იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წესების დაცვით და გეგმის მიხედვით იმუშავეს, რომ ვირუსი აღმოეჩინათ ქვეყანაში შემოსვლამდე. ამიტომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არ არის. დაინფიცირებულ ადამიანს არ ქონია სხვა მოქალაქეებთან შეხება. ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, ხორციელდება თანმიმდევრულად”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პანიკის საფუძველი არ არის, საზღვრები დროებით ჩაიკეტება – საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევაა

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ დაფიქსირდა. ირანთან საჰაერო მიმოსვლის შემდეგ, გარკვეული დროით შეიზღუდა სახმელეთო მიმოსვლაც. გადაწყვეტილება საზღვრის დროებით ჩაკეტვაზე გუშინ მთავრობის საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები