LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანიკის საფუძველი არ არის, საზღვრები დროებით ჩაიკეტება – საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევაა

487
korona eka

საჰაერო მიმოსვლის შემდეგ, ახლა უკვე სახმელეთო საზღვრების შეზღუდვა ირანთან – საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, კანცელარიაში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა , რომ საზღვრები ორი კვირით ჩაიკეტება. 

პრემიერის აპარატის ინფორმაციით, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა დღეს ფაიმართა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. “საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს”, – აცხადებენ პრემიერის აპარატში.

საქართველოში პირველი კორონავირუსი დაფიქსირდა - ვინ არის პაციენტი

გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა

“საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

საგანგებო ბრიფინზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, ამ ეტაპზე სკოლებისა და სხვა დაწესებულებების დახურვა არ იგეგმება.

შეგახსენებთ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი ირანიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g