LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

692
unnamed

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებულ პირს ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი საქართველოში პირველად დაუდგინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა კი, იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 31 ქალს დაუდასტურდა.

ვრცელდება უხანის ექიმების რეკომენდაციები: როგორ გავიგოთ ვართ თუ არა ინფექციის მატარებელი და რა უნდა გავაკეთოთ 

საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსული 34 მოქალაქიდან, საჩხერის სასტუმროში ამ დროისათვის 31 რჩება.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, სამი მოქალაქე საკუთარ სახლში განაგრძობს კარანტინის გავლას. როგორც ქამუშაძე განმარტავს, მოქალაქეების გაშვებამდე მათი საცხოვრებელი პირობების შესწავლა მოხდა და ამის შემდეგ გავიდნენ ბინაზე.

რაც შეეხება დარჩენილი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათ ეპიდემიოლოგები ზედამხედველობენ და ვირუსის ნიშნები არცერთ მათგანს უფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g