ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი და მასთან ერთად მყოფი გადამღები ჯგუფის წევრები იტალიაში, საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის გადამღები ვენეციაში მიმდინარეობს. ტომ კრუზი ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად იქ 20 თებერვალს ჩავიდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაღებები შეწყდა.
წინასწარი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა საკარანტინო რეჟიმი მარტამდე გაგრძელდება.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.