LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო კასრაძე: „საქართველოში არავინ არავის ანგარიშს არ უწევს…“

1158
nino-kasradze-newssss

„რუსთავი 2“-მა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა მსახიობ ნინო კასრაძესთან. მას ჰკითხეს, რა როლი აქვს მსახიობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სად არის ზღვარი, რომელიც მსახიობმა უნდა დაიცვას.

„დასავლურ სამყაროში საზოგადოებრივ აზრს უფრთხილდებიან, აფასებენ და მისი ეშინიათ. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, აქ არავინ არავის ანგარიშს არ უწევს. ასე მგონია, რომ ეკოლოგიას, უფლებებს, ბავშვებისა და პენსიონერების თემების მიმართ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები“, აღნიშნა მსახიობმა.

თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ნინო კასრაძე შემდეგნაირად პასუხობს: „არც ვვარჯიშობ, არც მეტყველების სავარჯიშოებს ვაკეთებ, არც ხმას ვუფრთხილდები. ძალიან მერიდება, ამას რომ ვამბობ. ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. სულ ნაკლებს და ნაკლებს ვთამაშობ. ახალგაზრდა კოლეგებს მოვუწოდებდი, ის ერთი თავისუფალი თვე, რაც შეიძლება ჰქონდეთ, საქმისგან თავისუფალი, ისე ფუქსავატურად არ გაატარონ, როგორც ჩვენ ვატარებდით“.

მსახიობი ამბობს, რომ საქართველოში იშვიათად არის: „ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ საქართველოში აღარ ვარ, იშვიათად ჩამოვდივარ და მაშინ „სამეფო უბნის თეატრში“ ვთამაშობ. გარდა ამისა, ორ საინტერესო პროექტში ვმონაწილეობ, მათზე რომ ვფიქრობ, კარგ ხასიათზე ვდგები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g