LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიიდან 95 მოქალაქეს დააბრუნებს

213
0960c2e8-2a0d-41b7-9275-105a74796c92-w-720

საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს დღეებში, იტალიიდან 95 მოქალაქეს დააბრუნებს. ამის შესახებ განცხადება ალექსანდრე ღვთისიაშვილმა “იმედის” ეთერში გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იტალიაში მყოფმა ქართველებმა საელჩოს ცხელ ხაზს უნდა მიმართონ და ელექტრონული ფოსტით სპეციალური დოკუმენტები გადააგზავნონ.

“დღევანდელი მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ გვყავს 95 ადამიანი, რომელმაც წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია იმეილზე, მოხდა ამ ადამიანებთან დაკავშირება. ყველა მათგანს საელჩოს თანამშრომლები ესაუბრნენ. შესაბმისად, ამ 95 ადამიანის წამოყვანას ვგეგმავთ უახლოეს დღეებში”, -თქვა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან.

მისი თქმით, იტალიაში საელჩოს ყველა თანამშრომელი 24-საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს იტალიაში მყოფ ქართველებთან. მოქალაქეები დიდი ალბათობით რომიდან სპეციალური რეისით დაბრუნდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g