LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმსივნის ძირითადი კერა, რაც დაახლოებით 12 სანტიმეტრი იყო იმდენად დაპატარავდა, რომ ოპერაცია უკვე შესაძლებელია – ბექა პატურაშვილი

2867
BeFunky-collage (5)

ერთი წლის ალექსის მამა, ჟურნალისტი, ბექა პატურტაშვილი, სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ერთი კარგი დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ ფინალისკენ.!! დიდი ნერვიული მოლოდინის შემდეგ კარგი ამბები გვაქვს. ვიცი, რამდენი ელოდებოდით ამის წაკითხვას და რამდენი იტყვით აააი ხომ ვამბობდი გული კარგს მიგრძნობსო. ასე გააგრძელეთ ეგ ემოციები და რავიცი კიდევ რაღაც სასწაულები მუშაობს.. სიმსივნის ძირითადი კერა რაც დაახლოებით 12 სანტიმეტრი იყო იმდენად დაპატარავდა რომ ოპერაცია უკვე შესაძლებელია. უფრო ზუსტად ხვალ ვნახავთ ტომოგრაფიის წერილობითი დასკვნა რომ გვექნება მაგრამ რაც სურათზე ჩვენი თვალით ვნახეთ და ექიმებმაც დაგვიდასტურეს ალბათ თავდაპირველი მოცულობის 20%-ზე უფრო ნაკლებია დარჩენილი. დანარჩენი პატარა წარმონაქმნები რაც იყო ღვიძლში თითქმის აღარ იკითხება. ფილტვში ჩანდა წინა კვლევის დროს პატარა მეტასტაზი ის საერთოდ გაქრა. ხვალ ვიწყებთ ქიმიის მომდევნო კურსს რაც იმედია კიდევ უფრო წინ წაგვწევს და ზუსტად ერთ თვეში ვიკეთებთ ოპერაციას ალბათ ხვდებით ჩვენ აქ რა დღეში ვართ გვიხარია და თან ვფრთხილობთ. ერთი რამ ფაქტია რომ ეს ამბავი დიდ ძალას გვმატებს.. ვიცი თქვენც გაგახარეთ გვიყვარხართ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველაფრისთვის“, – წერს ბექა პატურაშვილი.

ცნობისთვის, პატარა ალექს პატურაშვილს ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა და სასწრაფო მკურნალობა სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g