საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დუბაიში გამგზავრებამდე, თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა. ვლადიმირ ვაისმა დედაქალაქში საწვრთნელი შეკრება ანდრო ჟორდანიას სახელობის თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე დაასრულა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იყო. ნაკრები ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. ეროვნული გუნდს, ორი წევრი, ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე დუბაიში ხვალ შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი („სამტრედია“, სამტრედია), ოთო გოშაძე („საბურთალო“, თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი („ჩიხურა“, საჩხერე) დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი“,ლატვია), უჩა ლობჟანიძე („ატირაუ“, ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე („გენტი“, ბელგია)
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია („დინამო“, ბათუმი), გიორგი განუგრავა („ჩიხურა“, საჩხერე), ოლეგ მამასახლისი („ტორპედო“, ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი („დინამო“ თბილისი), ბაჩანა არაბული („დინამო“, თბილისი), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“,თბილისი), ბექა ტუღუში („ტორპედო“, ქუთაისი), საბა ლობჟანიძე („დინამო“, თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“, თბილისი) ლაშა პარუნაშვილი („დინამო“,თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი („ატირაუ“, ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე („სამტრედია“, სამტრედია)
საერთაშორისო ამხანაგური მატჩების განრიგი დუბაიში:
23 იანვარი, 17.00 საქართველო-უზბეკეთი
25 იანვარი, 17.00 საქართველო-იორდანია