წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 91 მოქალაქე რჩება. ისინი იტალიიდან სამი დღის წინ სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს და საკარანტინო პერიოდს სასტუმროში გადიან.
მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მოქალაქეები იზოლაციაში ორ კვირას დარჩებიან.
წყალტუბოს საიზოლაციო ზონაში ამ დროისთვის სხვა პაციენტების მიღებას არ ელოდებიან.
