LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო დისნეილენდი დაიხურა

823
Disneyland-Paris-August-201964-990x556

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, “დისნეი” მსოფლიოში უმსხვილესი გასართობ “უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრს” ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას edition.cnn.com ავრცელებს. გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 12 მარტს მიიღეს. გლობალური პანდემიის გამო, მთლიანობაში კომპანიამ პარიზში, კალიფორნიაში და კიდევ 9 ქვეყანაში არსებული დისნეილენდის გასართობი პარკებიც დახურა.

“ჩვენ ვუფრთხილდებით როგორც თანამშრომლების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას, ვირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება” – აღნიშნა “დისნეის” სპიკერმა განცხადებაში.

პირველი დისნეილენდი, ანაჰაიმში 1955 წელს უოლტ დისნეიმ დაარსა. მალევე ის ყველაზე მონახულებადი გასართობია პარკი გახდა.

მხოლოდ  2013 წელს ამ ზღაპრულმა პარკმა დაახლოებით 16.2 მილიონ სტუმარს უმასპინძლა. თვეში მას დაახლოებით 8-9 მილიონზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

როდის დასრულდება სასწავლო პროცესი: “სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად დაგეგმონ სასწავლო დღეები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g