LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება სასწავლო პროცესი: “სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად დაგეგმონ სასწავლო დღეები”

572
RTS34DG6

“სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ გეგმავს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას, სასწავლო წელი დასრულდება იმ ვადებში, რომელიც არის უკვე დადგენილი”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 2019-2020 წლის სასწავლო პროცესი გეგმის მიხედვით, 15 ივნისს დასრულდება. რაც შეეხება გაცდენილი დღეების ანაზღაურებას, უწყება სასწავლო პროცესის საგაზაფხულო არდადეგების ხარჯზე გაზრდას ჯერჯერობით არ აპირებს.

“სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ დაგეგმონ სასწავლო დღეები. ამაში სამინისტრო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, დღეისათვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 15 ივნისს დასრულდება სასწავლო წელი. განათლების სამინისტრო ამ ეტაპისთვის არ გეგმავს სასწავლო პროცესის გახანგრძლივებას, შესაბამისად, სასწავლო წელი დასრულდება იმ ვადებში, რომელიც არის უკვე დადგენილი,” – განაცხადა დგებუაძემ.

კორონავირუსის გამო სკოლებში ნაადრევი არდადეგები დაიწყო

შეგახსენებთ, საქართველოში, კორონავიურსის გავრცელების საფრთხის ასარიდებლად, სასწავლო პროცესის დაწყება 1 აპრილამდე გადაიდო. დროებით დაიხურა საბავშვო ბაღებიც.

ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მოზარდის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები