LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მოზარდის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია

215
27

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეTა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისათვის ინფექციურში მოთავსებული 22 პაციენტიდან, შვიდთან დადასტურებულია პნევმონია გულ-მკერდის კატე კვლევის ჩატარების შედეგად. მისი თქმით,  ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

“რამდენიმე დღეა მისი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება არ პროგრესირებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ მიუხედავად მკურნალობისა, დაავადება შეიძლება პროგრესირდეს. ეს არის ამ დაავადების ხასიათი.  ინფიცირების პირველი დღიდან 13 დღემდე შეიძლება მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ ეს 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილური, ეს მიმანიშნებელია, რომ თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელების ტენდენცია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მიმართ მე-16 დღეზე ჩატარებული ტესტირებით პასუხი სუსტად დადებითია, ამიტომ პაციენტი ჯერ კიდევ საჭიროებს მეთვალყურეობას და კონტროლს.

რაც შეეხება 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობას, ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს განსაკუთრებული ჩივილები და გრძელდება მეთვალყურეობა.

როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსს: ზურაბ ჭიაბერაშვილი სამ ძირითად პუნქტს აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g