LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებს მოხალისეებს, მოხუცებს დაეხმარნონ, მიუტანონ წამალი – ამირან გამყრელიძე

272
Capture

“მოსახლეობას ვურჩევ, რომ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ჰყავს გამგზავნი, სიცხიანი ნუ გამოვა სახლიდან და ნუ მივა აფთიაქში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია აფთიაქებში სისუფთავე დაიცვან და სადენზიფექციო საშუალებები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, აფთიაქში შესვლამდე და გამოსვლის დროსაც.

“აფთიაქებმაც უნდა დაიცვან სისუფთავე. უნდა დალაგდეს ხშირად, აუცილებელია იყოს სანიტარიზაცია, რომ შევა ადამიანი – ხელი დაიმუშავოს, რომ გამოვა – ისევ დაიმუშაოს სადეზინფექციო საშუალებებით. მოსახლეობას ვურჩევ, რომ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ჰყავს გამგზავნი, სიცხიანი ნუ გამოვა სახლიდან და ნუ მივა აფთიაქში, იყოს სახლში”, – აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადება განსაკუთრებით ასაკში შესულ ადამიანებს აზიანებს, ამიტომ მათი გარეთ გასვლა განსაკუთრებული რისკის შემცველია.

როდის დასრულდება სასწავლო პროცესი: "სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა თავად დაგეგმონ სასწავლო დღეები"

"სასწავლო წელი დასრულდება იმ ვადებში, რომელიც არის დღეისათვის უკვე დადგენილი".

“ვიცით, რომ ეს დაავადება უფრო მეტი რისკია ასაკში შესული ადამიანებისთვის, ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს, წითელ ჯვარს, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი ფაკულტეტების სტუდენტებს, მოხუცს სოლიდარობის ფარგლებში დაეხმარნონ და როცა ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, სიცხიანმა კი არ იაროს აფთიაქში, ამაში დაეხმარონ სტუდენტები, მიუტანონ წამალი და რაც საჭიროა – ვინც მარტოხელაა და გამგზავნი არ ჰყავს, ამაზე ვსაუბრობ. ახლა ასევე ხშირია სურდო, გრიპი და ხალხს ჰგონია კორონავირუსი, თუმცა ეს მაინც სხვა რესპირაციული ვირუსებია, რაც გავრცელებულია, ამიტომ ასეთ დროს ნუ გამოვლენ გარეთ”, – ამბობს ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევა ფიქსირდება. “კოვიდ 19”-ის მსოფლიოს 100 ქვეყანაში გავრცელდა.

ეროვნულ ვალუტას კორონავირუსი “შეეყარა” – რა შეაჩერებს ლარის გაუფასურებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g