ინფიცირების 167 ათასი შემთხვევა და 78 ათასამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი – ასეთია პანდემიის მსოფლიო მონაცემები. ჩინეთში ბოლო 24 საათში გარდაცვალების 14 და ინფიცირების 16 ფაქტი დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებას განაგრძობს სამხრეთ კორეაში. ქვეყანაში ბოლო 24-საათში ვირუსის მხოლოდ 74 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს ბოლო სამ კვირაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, კოვიდ 19-ის შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი ირანში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 724-ს აღწევს.
რაც შეეხება იტალიას, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 368-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში, რომელიც მე-7 დღეა კარანტინშია, საერთო ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 24 ათასზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 1,809 ფაქტი ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2 300-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 ათასამდე ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
სომხეთში ვირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი განმეორებითი ტესტის ჩატარებას გეგმავს. 290-ს აჭარბებს დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში. 127 გარდაცვლილია საფრანგეთში. ფატალური შემთხვევები მატულობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
"მესამე პაციენტმა შესაძლოა, სახლში წასვლა პირველს დაასწროს" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა
ირველ პაციენტს ჯერ კიდევ უფიქსირდება ვირუსის მცირე ნიშნები რის გამოც, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ცნობილია, რომ სამივე ახალი შემთხვევა მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელებთან კონტაქტს უკავშირდება.
კოვიდ 19- ის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა. ეს ვირუსის თბილისს გარეთ გამოვლენის პირველი შემთხვევაა.
“საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა… აქ ტესტს 60 წლის ზევით აკეთებენ” – შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი
