LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა სტოუნმა ქორწილი კორონავირუსის გამო გადადო

196
EmmaStone

მსახიობმა ემა სტოუნმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაავრცელა.

ემა სტოუნი და დეივ მაკკერი დაინიშნენ (ფოტო)

რამდენიმე საათის წინ, დეივმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ემა ნიშნობის ბეჭდის დემონსტრირებას ახდენს

31 წლის მსახიობი და მისი რჩეული, 34 წლის დეივ მაკკერის ქორწილი მომავალ უქმეებზე უნდა გამართულიყო. თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, წყვილმა ქორწილი, კეტი პერისა და ორლანდო ბლუმის მსგავსად, კორონავირუსის გავრცელების გამო გადადო.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ემას ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ასე რომ, უცნობია, რა ვადით გადაიდო ვარსკვლავური წყვილის ქორწილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები